საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე დღეს კახეთის რეგიონში იმყოფებოდა. მინისტრმა სტიქიით დაზარალებული თელავის მე-7 და მე-3, სოფელ აფენის №1, ჭაბუკიანის, ვაჩნაძიანის და ვაზისუბნის საჯარო სკოლები მოინახულა და იქ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მინისტრი მოსახლეობასაც შეხვდა და მათი პრობლემებით დაინტერესდა.
კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგად 20-მდე საჯარო სკოლა დაზიანდა. ძლიერმა ქარმა სკოლებს სახურავები გადახადა და ფანჯრის მინები ჩაამტვრია.
ამ ეტაპზე ყველა დაზიანებულ სკოლაში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რათა უმოკლეს დროში გამოსწორდეს შექმნილი მდგომარეობა და საჯარო სკოლები განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდნენ ახალ სასწავლო წელს.