კახეთის რეგიონში სტიქიით დაზარალებული ოჯახების სტუდენტებს, რომლებიც სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ, ახალი 2012-2013 სასწავლო წლის სწავლის საფასურს სახელმწიფო სრულად დაუფარავს. უახლოეს მომავალში კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის მონაცემებს წარმოუდგენენ, რის საფუძველზეც სამინისტრო მყისიერ რეაგირებას მოახდენს.
სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადის დაფარვის გადაწყვეტილებაზე განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა კახეთში, სტიქიით დაზარალებულებთან შეხვედრაზე გააკეთა.