ხატია დეკანოიძე სოფელ შალაურში სტიქიით დაზარალებულ გრემელაშვილების ოჯახშიც მივიდა, სადაც ორი სტუდენტი ჰყავთ. მინისტრმა ოჯახის წევრებს 2012-2013 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების თაობაზე პრეზიდენტის ინიციატივა პირადად შეატყობინა.
როგორც ცნობილია, კახეთის რეგიონში სტიქიით დაზარალებული ოჯახების სტუდენტებს, რომლებიც სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ, ახალი 2012-2013 სასწავლო წლის სწავლის საფასურს სახელმწიფო სრულად დაუფარავს. რექტორებთან შეხვედრაზე ის დეტალები განიხილეს, რაც აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვისაა აუცილებელი.
სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადის დაფარვის გადაწყვეტილებაზე განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა კახეთში, სტიქიით დაზარალებულებთან შეხვედრაზე გააკეთა.