საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით სოფელ წაბლანის საჯარო სკოლას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ასლან შაინიძის სახელი მიენიჭება.
დაბა ხულოში მდებარე სკოლაში 150-ზე მეტი ბავშვი სწავლობს. ასლან შაინიძე 2008 წლის აგვისტოს ომში ძმებთან ერთად იბრძოდა. იგი ცხინვალის მისადგომებთან 23 წლის ასაკში დაიღუპა. პრეზიდენტის ბრძანებით შაინიძეს ომში გამოჩენილი გმირობისა და მამაცობისათვის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა. ასლან შაინიძე 1985 წლის 1 მაისს ხულოს რაიონის სოფელ წაბლანაში დაიბადა და 2001 წელს ამავე სოფლის სკოლა დაამთავრა.