9 - 14 აგვისტოს პედაგოგთა სასერტიფიკაციო და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეთა კანდიდატებს საშუალება აქვთ ნებისმიერი ტესტური დავალების შეფასება გაასაჩივრონ.
სააპელაციო განაცხადები თბილისში - ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში (კოსტავას 77, სააკაძის მოედანი), ხოლო რეგიონებში - ყველა საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში კვირის გარდა ყოველდღე, 10.00-დან - 18.00 საათამდე მიიღება.
კონკურსანტის ნაცვლად საპრეტენზიო განაცხადის შეტანა შეუძლია პირს, რომელიც სათანადო წესით დამოწმებულ მინდობილობას წარმოადგენს.
ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასური 50 ლარია. აპლიკანტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეფასება შეეცვლებათ, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ. ამისათვის, საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ერთი თვის განმავლობაში, მათ გამოცდების ეროვნულ ცენტრს განცხადებით უნდა მიმართონ.
აპელაციის საფასურის გადახდა
შესაძლებელია:
საქართველოს ბანკის ნებისმიერ
ფილიალში.
ბანკის კოდი: BAGAGE22
ანგარიში: GE 63 BG 0000000 892466800 GEL
და
ბაზის ბანკის ნებისმიერ
ფილიალში.
ბანკის კოდი: CBASGE22
ანგარიში: GE 85 BS 0000000 000133560