საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე დღეს კახეთის რეგიონში იმყოფებოდა. მინისტრი თელავსა და გურჯაანში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებში მივიდა, სადაც სტუდენტები ჰყავთ. მინისტრმა ოჯახის წევრებს 2012-2013 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების თაობაზე პრეზიდენტის ინიციატივა პირადად შეატყობინა.
კახეთის რეგიონში სტიქიით დაზარალებული ოჯახების სტუდენტებს, რომლებიც სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ, ახალი 2012-2013 სასწავლო წლის სწავლის საფასურს სახელმწიფო სრულად დაუფარავს. სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადის დაფარვის გადაწყვეტილებაზე განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა კახეთში, სტიქიით დაზარალებულებთან შეხვედრაზე გააკეთა.
კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებმა დაასრულეს იმ სტუდენტთა მონაცემების შეგროვება, რომელთა ოჯახებიც სტიქიის შედეგად დაზარალდა. მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სამინისტრო შესაბამის რეაგირებას მოახდენს და ამ სიაში მყოფ ყველა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლის სტუდენტს 2012-2013 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაუფარავს.