წელს პირველად, სასკოლო სახელმძღვანელოები საქართველოს მასშტაბით 400 სკოლაში გაიყიდება. სკოლებში სახელმძღვანელოები ისე გადანაწილდება, რომ წიგნების შეძენას მომიჯნავე სკოლების მოსწავლეებიც შეძლებენ. წიგნები ასევე გაიყიდება სავაჭრო წერტილებში. ამ ობიექტებზე სახელმძღვანელოს მაქსიმალური ფასი 10 ლარი იქნება. წიგნების შეძენის შესაძლებლობა მოსწავლეებს 10 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით მიეცემათ. სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.mes.gov.ge განთავსებულია სკოლებისა და სავაჭრო ცენტრების ჩამონათვალი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ფოსტას შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, მოსწავლეებს წელსაც შეეძლებათ სახლიდან გაუსვლელად საქართველოს ფოსტის ვებგვერდის მეშვეობით, ელექტრონულად გამოიწერონ სასკოლო სახელმძღვანელოები. ამ სერვისით სარგებლობა საქართველოს მასშტაბით ყველა მსურველს შეუძლია. გამოწერილ სახელმძღვანელოებს თბილისში მოსახლეობა გამოწერიდან 24 საათის განმავლობაში, ხოლო რეგიონებში 48 სათის განმავლობაში მიიღებს. ასევე, მოქმედებს საქართველოს ფოსტის ცხელი ხაზიც 2 24 09 09. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელია ვებგვერდზე www.gpost.ge
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს მოსწავლეებისათვის უფასო სახელმძღვანელოების გადაცემას. 2012-2013 სასწავლო წელს 1 069 530 სასკოლო სახელმძღვანელო 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით, 128 919 მოსწავლეს სახელმწიფოსაგან უფასოდ გადაეცემა. სასკოლო სახელმძღვანელოს უფასოდ მიიღებენ:
სულ ამ სამი კატეგორიის მოსწავლეებზე ერთ მილიონამდე წიგნი გაიცემა და ეს სახელმძღვანელოები მათ 17 სექტემბერს სკოლაში დახვდებათ.