სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ცხადდება მიღება პირველი სამი საფეხურის პროფესიულ პროგრამებზე საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო დაფინანსებით.
საბიუჯეტო დაფინანსება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ პროფესიული სტუდენტის 100%-იან (1000 ლარიანი ვაუჩერით) ან 70%-იან (700 ლარით) დაფინანსებას, ხოლო არასაბიუჯეტო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, მსურველი სწავლის საფასურს იხდის სრულად საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
1 000 ლარიანი ვაუჩერი გაიცემა:
„ა) პირზე, რომლის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა 2012 წლის 3 სექტემბრის მდგომარეობით არ აღემატება 100 000-ს (ასი ათასი);
ბ) პირზე, რომელმაც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტთა მიღების გამოცხადების წელს დაასრულა ზოგადი განათლების საბაზო საფეხური და სწავლა არ განაგრძო საშუალო საფეხურზე;
გ) პირზე, რომელმაც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტთა მიღების გამოცხადების წელს სწავლა შეწყვიტა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე, ან მიიღო სრული ზოგადი განათლება და სწავლა არ განაგრძო აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე.“
დ) პირზე, რომელიც იმყოფება სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ, რაც დასტურდება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით.
ე) პირზე, რომელმაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაიარა ტესტირება ზოგად უნარებში და გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
სტუდენტი, რომელიც არ განეკუთვნება ზემოთჩამოთვლილ კატეგორიებს, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პრიორიტეტულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაფინანსდება ვაუჩერის ოდენობის 70%-ით.
ვაუჩერით ვერ ისარგებლებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები.
მსურველებმა რეგისტრაციისათვის და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საინფორმაციო ცენტრებს შემდეგ მისამართებზე:
დანართი: