პირებს, რომლებმაც 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ზოგად უნარებში გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და სურთ დაეუფლონ დასაქმების ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს, მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე უნდა მიმართონ შესაბამის პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
საგანმანათლებლო დაწესებულება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ადგენს პირის შესაბამისობას საგანმანათლებლო პროგრამის წინაპირობებთან და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს.
დანართები:
მე-4 და მე-5 საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი
2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარებით რანჟირების სია