როტარი კლუბი “Tbilisi International” (www.rotary.ge) 2009 წლეს შეიქმნა და მსოფლიოს როტარიანული კლუბების სისტემის, რომელიც დღეისათვის 34 000-ზე მეტ კლუბს ითვლის, სრულუფლებიანი წევრია. მოძრაობის პრინციპია ნებაყოფლობითი მონაწილეობა დახმარების აქციებში მსოფლიო მასშტაბით. აქცენტები კეთდება განათლების, ჯანდაცვის, სოციალურად დაუცველი პირების, სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანების, ობოლი და უსახლკარო ბავშვებს დახმარებაზე.
თბილისის შედარებით ახალგაზრდა კლუბმა, საქველმოქმედო პროექტი გლდანის 209-ე საჯარო სკოლაში, 2011 წელს ჩამოსული ინგლისელი მასწავლებლის - ფრანკ ჰოკენბროქტის (Franklin Hockenbrocht) ინიციატივით დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დახმარებით, დაფინანსების მოსალოდნელი ოდენობისა და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, დაგაწყდა სკოლისათვის 130-140 ახალი ტიპის მერხის შეძენა. პროექტი განხორციელდა მეჩინგ გრანტის პრინციპით. თბილისის როტარი კლუბის მიერ შეგროვებულ თანხას, პენსილვანიის კლუბმა 10 000 დოლარი დაამატა. თბილისის როტარი კლუბი სკოლების დასახმარებლად მომავალში კიდევ მრავალი პროექტის განხორციელებას გეგმავს.