გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, IV და V საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია ნაცვლად 15 სექტემბრისა, 20 სექტემბერს დასრულდება, რაც ყველა მსურველს მისცემს საშუალებას დარეგისტრირდეს მისთვის სასურველ პროფესიულ პროგრამაზე.