საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ’’ თანახმად მოსწავლეების მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს.
ამავე ბრძანების თანახმად, მობილობა დაუშვებელია პირველი კლასის პირველი სემესტრის მიმდინარეობისას, მე-12 კლასის მე-2 სემესტრის მიმდინარეობისას და სასწავლო წლის დასრულებამდე 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
ასევე გაცნობებთ, რომ მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას სკოლის დირექტორი იღებს, სკოლაში არსებული ადგილების რაოდენობის ფარგლებში.