ხაშურის რაიონის 3 სოფელს დღეიდან ახალი სკოლის ავტობუსი მოემსახურება. პატარა ფლევში, ტკოცასა და ნაცარგორაში მცხოვრები ბავშვები წლების განმავლობაში სოფელ დიდი ფლევის საჯარო სკოლაში ფეხით დადიოდნენ. თითოეულ მათგანს ყოველდღიურად სკოლაში მისასვლელად მინიმუმ 6 კილომეტრის გავლა უწევდათ. ახალი ავტობუსი დღეს მოსწავლეებს სკოლაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ შოთა ნიჟარაძემ მიუყვანა და ბავშვები სახლებში ვტობუსით მიაცილა.