ხაშურის რაიონის 4 სოფელს დღეიდან სკოლის ავტობუსი მოემსახურება. ხცისში, კრისხევში, მიწობსა და ოსიაურში მცხოვრები ბავშვები წლების განმავლობაში სოფელ ქცისის საჯარო სკოლაში ფეხით დადიოდნენ. თითოეულ მათგანს ყოველდღიურად სკოლაში მისასვლელად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევდათ. ახალი ავტობუსი დღეს მოსწავლეებს სკოლაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ შოთა ნიჟარაძემ მიუყვანა და ბავშვები სახლებში მიაცილა. ქცისის საჯარო სკოლაში სულ 100-მდე ბავშვი სწავლობს, რომელთა უმეტესობა სწორედ მეზობელი სოფლებიდან დადიან.