ორგანიზაცია „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“ (nGnI) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს „აივ პრევენციის პროექტის" ერთ-ერთ კომპონენტს - „არჩევანი შენზეა - 2012“, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისებას, აივ ინფექციიის, მავნე ჩვევების (ნარკოტიკები, თამბაქო, ალკოჰოლი) უარყოფითი მხარეების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მათი პრევენციის ხელშეწყობას.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი კონკურსების განხორციელება:
1. ეროვნული კონკურსი „გააკეთე სწორი არჩევანი!“I ტური - 7 ოქტომბერი -10 ნოემბერი, 2012
II ტური - 10 ნოემბერი - 25 ნოემბერი, 2012
III ტური - 1 დეკემბერი
2. ფოტოკონკურსი „მე მომწონს ჯანსაღი ცხოვრების წესი“
7 ოქტომბერი - 25 ნოემბერი, 2012
3. პოსტერების კონკურსი "ჯანსაღი ცხოვრება- ჩვენი არჩევანია!"
7 ოქტომბერი - 25 ნოემბერი, 2012
4. შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი მარათონი „ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს!“
1 დეკემბერი, 2012
5. კონკურსებში მონაწილე საუკეთესო სასწავლებლების გამოვლენა1 დეკემბერი, 2012
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-დან 18 წლამდე IX –XII კლასების მოსწავლეებსა და კოლეჯების სტუდენტებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
კონკურსებში რეგისტრაცია წარმოებს ვებ-გვერდზე: www.geoyouth.ge
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ-ფოსტა: info@geoyouth.ge