აღნიშნული პროექტი ევროკავშირის სექტორული დახმარების პროგრამის ”პროფესიული განათლებისა და მომზადების სექტორული მხარდაჭერა საქართველოში” ტექნიკური დახმარების კომპონენტს წარმოადგენს და მისი ბიუჯეტი 2 მილიონ ევროს შეადგენს.
ტექნიკური დახმარების პროექტი ორ კომპონენტს მოიცავს. პირველი კომპონენტი პროფესიული განათლების ხარისხის განვითარებას, ხოლო მეორე კომპონენტი - პროფესიულ განათლებაში ჩართული მხარეების შესაძლებლობების ამაღლებას უკავშირდება.
”ვერე პალასში” გამართულ ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, სოციალური პარტნიორები, კერძო და საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, განათლების ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.