14 დეკემბერს კომისიის მეორე შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც არაქართულენოვანი სკოლების/სექტორებისათვის ქართული ენის საბაზო დონის სახელმძღვანელოებისათვის გრიფის მინიჭების საკითხი განიხილეს.
2012 წლის დეკემბრიდან გრიფირების კომისიის შემადგენლობაში შედიან წარმომადგენლები ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), PH International, განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის ინსტიტუტი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), ორგანიზაცია „სკოლა, ოჯახი, საზოგადოება“ და ა.შ. ასეთი შემადგენლობით კომისიის შექმნის მიზნია განათლების სფეროში მიღებული გადაწყვეტილებების გამჭვირვალეობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა.