საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იმ პირთა დავების განხილვა მიმდინარეობს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ განათლების სისტემიდან მათი გათავისუფლება პოლიტიკური შეხედულების გამო მოხდა. დღეს, კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სპეციალური კომისიის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე ხელმძღვანელობს, შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან - „განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი“, „სკოლა - ოჯახი -საზოგადოება“, „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო’, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციცია“, "სამოქალაქო ინიციატივებისა და დასაქმებულთა დაცვის ასოციაცია", „სამართლიანი არჩვნებისა და დემოკარტიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „სახალხო დამცველის ოფისი“ .
განვლილ პერიოდში კომისიის მიერ გაწეული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ საზოგადოების ინფორმირება 27 დეკემბერს დაიგეგმა. კომისიის თავმჯდომარე ჟურნალისტებს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის როგორ მუშაობს კომისია, რა სურათია ამ ეტაპზე და კონკრეტულ შემთხვევაში რა დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის საჭიროება გამოიკვეთა.
სპეციალური კომისია მუშაობას აგრძელებს და რეგულარულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას გაწეული სამუშაოების თაობაზე.