საქარათველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე დღეს თბილისის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა სკოლებში არსებული მდგომარეობის გაცნობა და იმ სიახლეებზე საუბარი იყო, რაც ზოგადი განათლების მიმართულებით ბოლო პერიოდში განხორციელდა და მომავალშია დაგეგმილი.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო საატესტატო გამოცდებსაც. წელს, საატესტატო გამოცდები არა ცენტრალიზებულად, არამედ უშუალოდ სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდება, აქედან გამომდინარე, ალუდა გოგლიჩიძემ თხოვნით მიმართა სკოლის დირექტორებს, მათი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ საგამოცდო პროცესის მაღალ დონეზე ჩატარება.
შეხვედრა სამინისტროში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დირექტორებმა ყველა კითხვაზე პასუხი უშუალოდ მინისტრის მოადგილისაგან მოისმინეს.