საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პროფესიული სასწავლებლის წარჩინებული სტუდენტები საახალწლოდ, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.
ბენეფიციარები სხვადასხვა პროფესიული კურსის სტუდენტები იყვნენ (ვებ ტექნოლოგიები, კომპიუტერული გრაფიკა და ანიმაცია, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული ქსელები და სისტემები).
სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პროფესიულ სასწავლებელში (EMIS) სტუდენტებს საშუალება აქვთ მაღალი დონის სტანდარტული საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, თანამედროვე კომპიუტერულ სპეციალობებს დაეუფლონ. EMIS-ი სხვადასხვა ორგანიზაციებთან წარმატებით თანამშრომლობს. ამ ორგანიზაციებში სტუდენტები პრაქტიკას გადიან. პრაქტიკის გავლის შემდეგ მათ დასაქმების დიდი შანსი აქვთ.
EMIS-ში ფუნქციონირებს Cisco-ს რეგიონალური აკადემია და საქართველოში პირველი Microsoft IT აკადემია, რომლის ფარგლებში საოფისე პროგრამების ავტორიზებული კურსების გავლა არის შესაძლებელი.