10.01.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, როგორც ცნობილია, სპეციალური კომისია მუშაობს, რომელიც საჯარო სკოლებიდან და საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გათავისუფლებული თანამშრომლების საკითხებს სწავლობს. შეგახსენებთ, რომ კომისიის სახელზე სამინისტროსა და რესურსცენტრებში განცხადების შემოტანის საბოლოო ვადა 2013 წლის 14 იანვარია. 15 იანვრიდან განცხადებების მიღება აღარ იწარმოებს.