შეხვედრის მთავარი თემა რაიონის სკოლებში არსებული მდგომარეობის გაცნობა და იმ სიახლეებზე საუბარი იყო, რაც ზოგადი განათლების მიმართულებით ბოლო პერიოდში განხორციელდა და მომავალშია დაგეგმილი. ალუდა გოგლიჩიძის განცხადებით, სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებაა, რომელსაც ზოგად განათლებაში მიმდინარე რეფორმები ითვალისწინებს.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი საგნობრივი კათედრების, სასკოლო ბიბლიოთეკების, სამეურვეო საბჭოების მუშაობას, მომავალ საატესტატო გამოცდებს და სხვა მნიშვნელოვან თემებს შეეხო.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ყველა კითხვაზე პასუხი უშუალოდ მინისტრის მოადგილისგან მიეღოთ.