საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამუშაო შეხვედრა დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელებთან გაიმართა. თბილისის საჯარო სკოლების კათედრების წარმომადგენლებს მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მუშაობას, სახელმძღვანელოებს, სასწავლო მეთოდურ ლიტერატურას და იმ საკითხებს, რომლებიც სკოლებში საგნობრივი კათედრების წარმატებულ მუშაობას განაპირობებენ. ამ მიმართულებით სამინისტროს წარმომადგენლებმა პედაგოგთა რეკომენდაციები და წინადადებებიც მოისმინეს და მათ შეკითხვებსაც უპასუხეს.
შეხვედრები საგნობრივი კათედრების სხვა წარმომადგენლებთან მომავალში გაგრძელდება.