კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ სახელმწიფო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, პროფესიულ გაერთიანებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისა თუ სხვა იურიდიული პირებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ან აპირებენ საქმიანობის დაწყებას პროფესიული სწავლებისა და განათლების უზრუნველყოფის სფეროში.
პროფესიული განათლების განმახორციელებელ ორგანიზაციებს საკონკურსო განაცხადები შეუძლიათ წარმოადგინონ:
1) წინადადებები შრომით ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის, ან არსებული პროგრამების განახლებასთან დაკავშირებით, ასევე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ან არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით.
2) განაცხადები ადამიანური რესურსის გაძლიერების, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების და დამსაქმებლებთან ასრებული კავშრის გაღრმავების მიზნით.
კონკურსის მეორე ეტაპზე, პროექტები დასაფინანსებლად ადგილობრივი და უცხოელ დამოუკიდებელი ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შეირჩევა.
საკონკურსო განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 15 თებერვალი.
საკონკურსო პირობების დეტალურად გაცნობად გთხოვთ, იხილოთ თანდართული ფაილები ინგლისურ და ქართულ ენებზე.