საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის სახელზე სამინისტროსა და შესაბამის რესურსცენტრებში 2013 წლის 14 იანვრის ჩათვლით 830 განცხადება შემოვიდა.
2013 წლის 28 იანვრის მონაცემებით განხილულია 309 განცხადება. აქედან, პასუხი 4/01/2013-მდე 123 განმცხადებელს დაუბრუნდა, ხოლო 186 საპასუხო წერილი 29/01/2013-მდე გაიგზავნება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას პროცესის მიმდინარეობის შესახებ. აქვე, შეგიძლიათ იხილოთ შემოსული განცხადებების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია.