კონკურსების მიზანია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლის პოპულარიზაცია, მოსწავლეთა კვლევის, ინფორმაციაზე მუშაობის, შეფასებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების წახალისება. ასევე, გუნდური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარების განვითრების ხელშეწყობა.
პროექტებში წარმოდგენილი მასალები შეიძლება ეხებოდეს როგორც საყოველთაოდ ცნობილ და ისტორიოგრაფიაში ფართოდ გაშუქებულ მოვლენებს, ასევე, ნაკლებად ცნობილ ფაქტებსაც.
კონკურსებში მონაწილეობის მიღება საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. სამუშაოს შესასრულებლად მათ დაახლოებით 20 დღე ეძლევათ.
თითოეული სკოლა სამინისტროს თითო გამარჯვებულ პროექტს და ბლოგს (სურვილისამებრ) წარმოუდგენს. მათ სამინისტროში შექმნილი კომისია განიხილავს და 5-5 გამარჯვებულს გამოავლენს, რომლებიც დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.