საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2013 წლის 12 თებერვალს, 12:00 საათზე გაიმართება განათლების სფეროს მუშაკთა შეხვედრა კომისიის წევრებთან, რომელნიც სწავლობენ საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან თანამშრომელთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების საკითხებს.
ღია კარის დღეზე მოწვეულნი არიან ის პედაგოგები, რომელთა განცხადებების პირველადი განხილვა კომისიამ უკვე განახორციელა.
კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრები დაინტერესებულ პირებს უპასუხებენ მათთვის აქტუალურ კითხვებზე და გაუწევენ კონსულტაციას განცხადებების განხილვის პროცესში წამოჭრილი საკითხების შესახებ.
საინფორმაციო შეხვედრა ღიაა მას-მედიის წარმომადგენლებისათვის.