მეორე კომპაქტის რატიფიცირებამდე განსახორციელებელი წინასწარი სამუშაოების დაფინანსების მიზნით, 2012 წლის 13 ივლისს MCC და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა გრანტის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო აცხადებს საერთაშორისო ტენდერს საკონსულტაციო მომსახურების გაწევაზე შემდეგი ინგლისურენოვანი საერთაშორისო პროგრამების განხორციელების მიზნით:
1. Improving General Education: Consultant Services for Training Educators for Excellence and Classroom, National and International Assessment Support Activity Project Design (ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის პროექტის შემუშავება) - გამოცხადების თარიღი 2013 წლის 5 თებერვალი, წინადადებების მიღების ბოლო ვადა 2013 წლის 4 აპრილი;
2. Selection of Partner Institution(s) for Capacity Building and Establishing Bachelor Degree Programs in Science, Technology, Engineering and Math Higher Education in Georgia (მეცნიერების, ტექნოლოგიის, საინჟინრო და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამების შემუშავებისა და განვითარებისათვის პარტნიორი დაწესებულებ(ებ)ის შერჩევა) - გამოცხადების თარიღი 2013 წლის 7 თებერვალი, წინადადებების მიღების ბოლო ვადა 2013 წლის 22 მარტი;
3. Studies of Labor Demand, Barriers to Participation in STEM Education Programs and Occupations in Georgia (სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და ქალებისთვის არსებული დაბრკოლებებისა და/ან გამოწვევების შესწავლა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღების კუთხით მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის სფეროებში; დამსაქმებლის მხრიდან მაღალი მოთხოვნის მქონე დეფიციტური პროფესიების ანალიზი) გამოცხადების თარიღი - 2013 წლის 7 თებერვალი, წინადადებების მიღების ბოლო ვადა 2013 წლის 25 მარტი;
4. Assessment of the physical condition and rehabilitation requirements of proposed schools, including environmental and social considerations; and preparation of specifications, cost estimates, detailed design, and procurement materials. Assistance in the preparation of work plans, schedules, and operations and maintenance strategies and requirements (სკოლების რეაბილიტაციის კომპონენტში განსახორციელებელი სამუშაოების წინასწარი შეფასება, სკოლების ფიზიკური მდგომარეობის შეფასება, სამუშაო გეგმის შედგენა და სკოლების მოვლა/შენახვის სტრატეგიის შემუშავება - გამოცხადების თარიღი და წინადადებების მიღების ბოლო ვადა მოგვიანებით დაზუსტდება).
გთხოვთ, ბმული დოკუმენტებით იხილოთ საკონკურსო პირობებების დეტალური აღწერის ფაილები.