კომისიის სახელზე 830 მიმართვა შემოვიდა, აქედან 440 განცხადების პირველადი განხილვა კომისიამ უკვე განახორციელა და მიმართვის ავტორს საპასუხო წერილი გაუგზავნა. საპასუხო წერილში მიმართვის ავტორებს, გათავისუფლების ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის მიზნით, ხარვეზის შევსება და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა ეთხოვათ. 2013 წლის 8 თებერვლის მონაცემებით, ხარვეზის შევსებაზე 52 მიმართვაა შემოსული.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სპეციალური კომისია (მინისტრის ბრძანება №1375) არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა და სახალხო დამცველის თანამონაწილეობით, 2012 წლის 14 დეკემბერს შეიქმნა. კომისია ინტესიურ რეჟიმში მუშაობს, ყოველკვირეულად სამუშაო შეხვედრებს მართავს, განცხადებებს განიხილავს და მიმართვის ავტორებისთვის ღია კარის დღეებს აწყობს.