2013 წლის 14 თებერვალს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგა. კომისიამ ხარვეზის შევსებაზე შემოსული მომართვების არსებითი განხილვა დაიწყო და ასევე, შეისწავლა პირველადად შემოსული განცხადებების განსაზღვრული რაოდენობა.