19.02.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013 წლის
ბიუჯეტით მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად, 26%-59%-ით გაიზარდა. დღეს, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე ყველა საგანმანათლებლო
რესურსცენტრის ფინანსურ მენეჯერს შეხვდა და დეტალურად აუხსნა რა ცვლილებები
განხორციელდა პედაგოგთა შრომის ანაზრაურების გაცემის წესში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013 წლის
გაზრდილი
ბიუჯეტის
ფარგლებში
ცვლილებები
შევიდა
მასწავლებლის
შრომის
ანაზღაურებაში:
- გაიზარდა სრულ განაკვეთზე საბაზო
ხელფასი (245 ლარიდან 305 ლარამდე);
- ზრდა შეეხო სტაჟის ნაწილს;
- გაიზარდა კლასკომპლექტით
სწავლების
დანამატი
-(24,5-დან 30,5 ლარამდე);
- გაიზარდა იმ
მასწავლებლის
დანამატი
ვინც
არაქართულენოვან
სკოლებში
ქართულ
ენასა
და
ლიტერატურას,
საქართველოს
ისტორიასა
და
გეოგრაფიას
ასწავლის,;
- გაიზარდა კლასის
დამრიგებლობის
დანამატი
(62,48-დან 76,25 ლარამდე);
- 19-დან 26 საგაკვეთილო
საათამდე
ჩატარებისას,
მასწავლებელს
სრული
განაკვეთის
ხელფასზე
დანამატი
ყოველ შემდგომ საათზე
5 ლარი დანამატი ეძლევა;
- სერტიფიცირებულ
პედაგოგს
დანამატი
იმ
შემთხვევაშიც
მიეცემა,
თუ
დაწყებითი
საფეხურის
პედაგოგის
დატვირთვა
კვირაში
13 საათს შეადგენს;
- სერტიფიცირების დანამატი ასევე
მიეცემა
სერტიფიცირებულ
პედაგოგს
(გარდა
დაწყებითი
საფეხურის
პედაგოგისა),
რომლის
სამუშაო
დატვირთვა
კვირაში
შეადგენს
15-17 საათს.
შეხვედრის დასასრულს, თამარ სანიკიძემ
რესურსცენტრების წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა.