საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA- ში „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის (სკკა)“ მიერ ორგანიზებულ ფორუმს დაესწრო.
ფორუმში მონაწილე კოლეჯების წარმომადგენლებმა ერთმანეთს პროფესიული განათლების შესახებ თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს, იმსჯელეს პრობლემების გადაჭრის ერთობლივ გზებსა და სტარატეგიული განვითარების ეფექტურ მეთოდებზე.
ფორუმში მონაწილეობდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ელენე ჯიბლაძე, საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ინგა კიკვაძე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ კორძახია, ჰამბურგის უწყვეტი განათლების ასოციაციის პრეზიდენტი იენს გერტნერი, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტი კახაბერ ერაძე, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მაია ჩიხლაძე, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრი ეკა ლუაშვილი.