საჯარო სკოლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კომისიის მუშაობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარველაშვილმაც მიიღო მონაწილეობა და პირადად გაეცნო კომისიის მუაშობის შედეგებს.
უახლოეს დღეებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კომისიის წევრებთან ერთად საზოგადოებას იმ შესრულებულ სამუშაოს შედეგებს გააცნობს, რაზეც კომისია 3 თვის განმავლობაში მუშაობს.
კომისიაში დღემდე 830 განაცხადია შესული, თითოეულ განცხადებას კომისია ინდივიდუალურად განიხილავს.