საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ ოზურგეთში სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც გურიის რეგიონის საჯარო სკოლების დირექტორებს, პედაგოგებს, საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლებსა და მშობლებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა რეგიონში არსებული მდგომარეობის გაცნობა და იმ სიახლეებზე საუბარი იყო, რაც ზოგადი განათლების მიმართულებით ბოლო პერიოდში განხორციელდა და მომავალშია დაგეგმილი.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი ყველა იმ მნიშვნელოვან თემას შეეხო, რაც სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხს აუმჯობესებს და მასწავლებლისა და მოსწავლის მოტივაციის ამაღლებას ემსახურება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ყველა კითხვაზე პასუხი უშუალოდ მინისტრის მოადგილისაგან მიეღოთ.