საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს, პროფესიული განათლების ახალი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროექტის წარსადგენად, დაინტერესებულ მხარეებთან რიგით მეორე გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „ხარისხის განვითარებისა და შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს პროფესიული განათლების სექტორში“ ფარგლებში ჩატარდა.
პროფესიული განათლების 2013-2020 წლების სტრატეგიაზე მუშაობა ა.წ. 19 იანვრიდან დაიწყო და მის შემუშავებაში ჩართული არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულის ცენტრის, პროფესიული კოლეჯების, დონორი ორგანიზაციების და სოციალური პარტნიორების წარმომედგენლები.
რიგით მეორე გაფართოებული შეხვედრის მიზანი იყო, დაინტერესებული მხარეების მხრიდან მიღებული შენიშვნებისა და კომენტარების საფუძველზე, განახლებული სტრატეგიის პროექტისა და სამწლიანი სამოქმედო გეგმის გაცნობა საზოგადოებისათვის. გამოთქმული კომენტარები გათვალისწინებული იქნება დოკუმენტის პროექტის საბოლოო ვერსიაში.