არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანიის ფარგლებში, საუკეთესო დევიზის გამოსავლენად კონკურსი 1 თებერვალს გამოცხადდა და მასში საქართველოს ყველა სკოლა მონაწილეობდა. 50-ზე მეტი ვარიანტიდან გამარჯვებული ”ახალგაზრდობა უდანაკარგოდ!” გამარჯვებულად დასახელდა. თუმცა, შეირჩა კიდევ 5 სლოგანი, რომლებიც არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში იქნება გამოყენებული.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პროკურატურის მიერ 2010 წელი არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და უსაფრთხო სკოლის წლად გამოცხადდა. ამ მიზნით, მთელი წლის განმავლობაში მოსწავლეთა მონაწილეობით სკოლებში არაერთი დისკუსია, კონკურსი და სპორტული შეჯიბრება გაიმართება. გარდა ამისა, გაგრძელდება სამართლებრივ თემებზე პროკურორთა ლექციები. ყველა ეს ღონისძიება კონკურსში გამარჯვებული დევიზის ”ახალგაზრდობა უდანაკარგოდ!” ეგიდით წარიმართება.