საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობს მართვის დეცენტრალიზებული მოდელის სრულყოფის ინიციატივაზე, რომლის ფარგლებშიც მოიაზრება ახალი სტრუქტურული ერთეულის - სასკოლო ოლქების შექმნა. აღნიშნული ინიციატივა ამ ეტაპზე წარმოადგენს მხოლოდ ზოგად ხედვას, რომელიც წარმოდგენილი იქნება საზოგადოებრივი განხილვისათვის. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამართავს საინფორმაციო შეხვედრებს, მიიღებს შენიშვნებსა და რეკომენდაციებს არსებულ ინიციატივასთან დაკავშირებით.
საზოგადოებასთან შეთანხმებული მოდელის შემუშავების შემდეგ დაიგეგმება საპილოტე პროექტის განხორციელება საქართველოს რამდენიმე რაიონში. მხოლოდ საპილოტე პროექტის შეფასების შედეგად შემუშავდება მართვის ახალი მოდელი, რომელიც დაინერგება საქართველოს ყველა რეგიონში.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ახალი მოდელი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ახალი მოდელის სქემა