ტესტირების შედეგების გასაჩივრებისთვის სამი სამუშაო დღე განისაზღვრა. კერძოდ, მიმდინარე წლის 29 მარტი, 1 და 2 აპრილი. გასაჩივრების შემთხვევაში, აპლიკანტებმა საპრეტენზიო განაცხადი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სახელზე სამინისტროში უნდა წარმოადგინონ (მისამართი: დ. უზნაძის #52).
კონკურსის ბოლო ეტაპის, გასაუბრების შესახებ ინფორმაცია (კონკრეტული გვარებისა და ვადების მითითებით) სამინისტროს ვებ გვერდზე განთავსდება.