პროექტის “დემოკრატია იწყება შენით!” ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონისა და უმცირესობებით დასახლებული რაიონების ასობით მასწავლებელმა მომზადება სამოქალაქო განათლების თანამედროვე მეთოდოლოგიით სწავლებაში გაიარა. ათასობით მე-11 კლასის მოსწავლეს შესაძლებლობა ჰქონდა დემოკრატია საკუთარ თავზე გამოეცადა.
პროექტის განმხორციელებლების - გერმანიის კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის, ჰოლანდიის ედუარდო ფრაის ფონდის, სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური სწავლების სკოლების ინიციატივითა და ხელშეწყობით საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ახალგაზრდები აქტიური მოქალაქეობის მთავარი ღირებულებების იდეის ქვეშ გაერთიანდნენ. პროექტის შედეგად სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ასოციაცია და სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამენტი შეიქმნა.