მემორანდუმის მიზანია მსჯავრდებულთა ზოგადი და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, გათავისუფლების შემდეგ მათი სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციის, რეაბილიტაციისა და დასაქმების ხელშეწყობა. ამ მიზნით, მემორანდუმის ფარგლებში „სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განათლების მიღების ხელმისაწვდომობის პროგრამა“ ამოქმედდება, რომელიც ზოგადი და პოფესიული განათლების შესაბამისი პროგრამებს განხორციელებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან ერთად, მსჯავრდებულთა შესაბამის კლასებში, სასურველ პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვას, მათთვის შესაბამისი სასწავლო პროგრამის შერჩევას და ადეკვატური სასწავლო გარემოს შექმნას უზუნველყოფს. მსჯავრდებულები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო ინვენტარით, სახემძღვანელოებითა და სხვა სწავლისათვის საჭირო მასალებით. გადამზადდებიან მსჯავრდებულებთან მომუშავე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგები.
„სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განათლების მიღების ხელმისაწვდომობის პროგრამის“ გამჭვირვალეობისა და მომავალი დანაშაულის პრევენციის მიზნით, პროგრამის ფარგლებში სამეურვეო საბჭო შეიქმნება, რომელიც დაკომპლექტებული იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლებისაგან. ჩამოყალიბდება მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ერთობლივი პროგრამების მიმდინარეობის მონიტორინგსა და კოორდინაციას.