საქართველოში ”ალიანტე 2010”-ს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალი თაობა - ახალი ინიციატივა” , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ქ.თბილისის მერიის, პოლონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს საზოგადოებრივი დიპლომატიის განყოფილების ხელშეწყობით ახორციელებს და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყანაა ჩართული.
საქართველო ორი წელია რაც ჩაერთო საერთაშორისო კონკურში და ორჯერვე გამარჯვება მოიპოვა, აქედან გამომდინარე, კონკურსის 10 წლის ისტორიის მანძილზე 2010 წელს საერთაშორისო ფინალი საქართველოში, როგორც კონკურსში გამარჯვებულ ქვეყანაში, პირველად ჩატარდება.
“ალიანტეს” მონაწილეებმა ეროვნული და საერთაშორისო კონკურსი უნდა გაიარონ, თავიანთი ცოდნა და რთულ პირობებში თანამშრომლობის უნარი უნდა გამოავლინონ. ჩატარდება ზოგად განათლებაზე დაფუძნებული ორი რაუნდი. გამარჯვებული საუკეთესო გუნდები კი საერთაშორისო ფინალში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც ერთმანეთს ფიზიკურ მომზადებასა და ამტანობაში შეეჯიბრებიან.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ გოგოტიშვილმა და კონკურსის ნაციონალური კოორდინატორის „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“ წარმომადგენელმა ეკა ცვარიანმა კონკურსის დაწყება ოფიციალურად გამოაცხადეს.