შერჩეულმა კონსულტანტმა უნდა წარმოადგინოს პირველ ეტაპზე სარეაბილიტაციო 37 საჯარო სკოლის (სულ პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებულ იქნება 130 საჯარო სკოლა სამ ეტაპად) რეაბილიტაციის სატენდერო პაკეტები, და ასევე, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის სამოქმედო სტანდარტების შესაბამისი გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც განსაზღვრავენ სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმართვისას განსახორციელებელ წესების ერთობლიობას (ჩარჩოს), მათ შორის გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის ჩარჩო დოკუმენტი; გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა; გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის გეგმა, მყარი და საშიში ნარჩენების მართვის გეგმა, დაქირავებული შრომის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების წესები და მონიტორინგი.
სარეაბილიტაციოდ შერჩეული საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურა, მათ შორის გათბობის, ელექტრომომარაგების, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები კრიტიკულ მდგომარეობაშია.
სასწავლო ინფრასტრუქტურული გარემოს გაუმჯობესებისათვის გასატარებელი ღონისძიებები მოიცავენ შერჩეული საჯარო სკოლების სრულ შიდა და გარე რეაბილიტაციას, დამხმარე ინფრასტრუქტურული სისტემების გაუმჯობესებას და თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიებით მომარაგებას.
განხორციელებული
სარეაბილიტაციო სამუშაოები შექმნიან სათანადო წინაპირობებს, მიმართულს კონფორტული გარემოს,
შიდა სავენტელაციო სისტემების და შესაბამისი განათების უზრუნველსაყოფად.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ დანართები:
დანართი 1
დანართი 2