დირექტორებთან შეხვედრაზე მინისტრი რამდენიმე მნიშვნელოვან თემას, მათ შორის დამამთავრებელი კლასებისათვის სავალდებულო 10 გამოცდას შეეხო, რომლის ჩაბარება ყველა მე-12 კლასელისათვის აუცილებელი იქნება, განურჩევლად იმისა, საჯარო სკოლაში სწავლობს ის თუ კერძოში. ასევე, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესატან ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, სასწავლო მასალის 60% სახელმწიფოს მიერ შედგენილი სავალდებულო სტანდარტით, ხოლო 40% მასწავლებლის ან სკოლის მხრიდან ინდივიდუალურად განისაზღვრება.
შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა 5 წლის განმავლობაში კერძო სკოლებისთვის ლიცენზიის ნაცვლად ავტორიზაციის მინიჭებაზე, ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტით ჩანაცვლებაზე, მოსწავლეთა შეფასების ახალ კონპონენტებზე, პედაგოგთა სერტიფიცირებასა და 2010-2011 წლებში განათლების სფეროში დაგეგმილ სხვა სიხლეებზე. დიმიტრი შაშკინმა დირექტორების მხრიდან პრობლემები მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
საქართველოში სულ 283 კერძო სკოლაა. აქედან 139 თბილიში მდებარეობს დანარჩენები კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია განთავსებული. მათგან 13 რუსულ-ქართულეოვანია 4 კი არაქართულენოვანი.