თემაზე „ზოგადი განათლების რეფორმირება ეკონომიკური განვითარებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით“ სამუშაო შეხვედრა თბილისის ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის №42 საჯარო სკოლაში გაიმართა.
თემატურ შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მენციეერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის წარმომადგენლები და წარმომადგენლები ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლებიდან, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან და საქართველოში მოქმედი მსხვილი კერძო კომპანიებიდან ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები: ”ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეპტუალური ხედვა და მიმართება ცოდნის ეკონომიკასთან”, ”ზოგადი განათლების ორიენტაცია შრომის ბაზარსა და ეკონომიკაზე”, ასევე, განიხილეს HR პროფესიონალთა გილდიის (HRPG) და ადამიანის რესურსების ეროვნული ასოციაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომლის მიზანი დამსაქმებლების მიერ შესაბამისი საკადრო რესურსის მოძიების ძირითადი სახასიათო პრობლემების იდენტიფიცირება იყო. ასევე, განიხილეს ის პრობლემები, რომლებიც დღეს არსებობს პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში.
სამუშაო შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ზოგადგსაგანმანათლებლო სფეროში არსებული ძირითადი პრობლემების გამოკვეთას შრომით ბაზართან მიმართებაში.