კატასტროფების რისკის შემცირების სამუშაოებში ჩართულ სამთავრობო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელის მომწერი მხარეები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები „გადავარჩინოთ ბავშვები“ და „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“.
ურთიერთგაგების მემორანდუმი პროექტის „კატასტროფების რისკის შემცირება (DDR) საქართველოს საბავშვო ბაღებსა და ინსტიტუციებში“ ფარგლებში დაიდო და მხარეებს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის პირობებს განსაზღვრავს. აღნიშნულ პროექტს ორგანიზაციები „გადავარჩინოთ ბავშვები“ და „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ (შემდგომშო “ASB”) ახორციელებენ და დაფინანსებულია ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო დაცვის კატასტროფებისადმი მზადყოფნის ოფისის (ECHO) მიერ “კატასტროფის რისკის შემცირება სამხრეთ კავკასიის დაუცველ თემებსა და ინსტიტუციებში” პროგრამის (DIPECHO II ფაზა) ფარგლებში.
პროექტი ითვალისწინებს კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ სამცხე-ჯავახეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ცოდნის ამაღლებას და მათთვის ინტერაქტიული სასაწვლო პედაგოგიური მეთოდების მიხედვით გადამზადებას. აღნიშნული პედაგოგიური და სააღმზრდელო პროგრამები ბუნებრივი რისკების და ექსტრემალურო სიტუაციების დროს სკოლამდელი ბავშვების უსაფრთხო ქცევას უზრუნველყოფენ.