11.06.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს, სახელმწიფო
და კერძო უმაღლესი სასწავლებლების 200-მდე
სტუდენტს
შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში მინისტრმა
სტუდენტებს
სამინისტროს
ახალი
ინიციატივები გააცნო:
- უფასო ფაკულტეტები - წელს პირველად, სახელმწიფო
უმაღლესი
სასწავლებლების ბაკალავრიატის
რამდენიმე
წამყვანი
მიმართულების
17 სპეციალობაზე სტუდენტთა სწავლის სრულ კურსს (4 წელი) სახელმწიფო დააფინანსებს;
- სტიპენდიები გაორმაგდა,
2012-2013 სასწავლო წლის პირველ სემესტრში 1230 სტუდენტი იღებდა 150 ლარიან
სტიპენდიას, ამავე წლის მეორე სემესტრიდან სტიპენდიას 2405 სტუდენტი იღებს;
- წელს
პირველად, სოციალური პროგრამის ფარგლებში, ორჯერ მეტი სტუდენტი მიიღებს საგრანტო დაფინანსებას;
- წელს პირველად, სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება განხორციელდება მაგისტრატურაშიც,
ამისთვის 205 000 ლარი გამოიყო;
- წელს
პირველად, სახელმწიფო დააფინანსებს დოქტორანტურაში
სწავლას, რაზეც 1 მილიონი ლარია გამოყოფილი.
ეს არის არასრული ჩამონათვალი სიახლეებისა, რომელზედაც მინისტრმა ისაუბრა. შემდეგ, შეხვედრა
დიალოგის რეჟიმში გაგრძელდა, სტუდენტებს
საშუალება ჰქონდათ მინისტრისათვის სასურველი კითხვები დაესვათ, მათ შორის
მიმდინარე პროექტებზე. გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტების მიერ წამოჭრილ ბევრ საკითხთან
დაკავშირებით განმარტება გააკეთა, მათ შორის უმაღლესი სასწავლებლების სტატუსთან, რექტორის
არჩევასთან, რუსული ენის სწავლებასთან, სტუდენტთა დასაქმების საზაფხულო პროგრამასთან, სტაჟირებასთან,
ინკლუზიური განათლების ხელშეწყობასთან და
სხვ.