საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი დღეს, ქობულეთის პროფესიული კოლეჯის „ახალი ტალღა“ სტუდენტებსა და პედაგოგებს შეხვდნენ. გიორგი მარგველაშვილმა მათ ის სიახლეები გააცნო, რომელიც პროფესიული განათლების სისტემაში ხორციელდება და სამომავლოდ არის დაგეგმილი. საუბარი შეეხო:
დაგეგმილი სიახლეები მიმართულია პროფესიული განათლების განვითარებისა და ხემისაწვდომობის გაზრდისაკენ. განსახორციელებელი ცვლილებები ხელს შეუწყობს ყველა მსურველს დაეუფლოს სასურველ პროფესიას და იყოს კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე.
საზოგადობრივ კოლეჯში ,,ახალი ტალღა“ ამჟამად 679 პროფესიული სტუდენტი სწავლობს. ქობულეთის პროფესიული კოლეჯი რეაბილიტირებულია და უახლესი აპარატურითა და ტექნიკითაა აღიჭურვილი. სტუდენტებისთვის ფუნქციონირებს სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელი და რესტორანი.
პროფესიულ კოლეჯში „ახალი ტალღა“ სპეციალობები აჭარის რეგიონის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული გეგმიდან გამომდინარეა შერჩეული შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე: მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი, ამწის მემანქანე, თაბაშირმუყაოს სპეციალისტი, ელექტრიკოსი, სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი, სარესტორნო საქმის მწარმოებელი, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, მზარეული, კონდიტერი, ტუროპერატორი (აგრო, ეკო, და ა.შ. ტუროპერატორი), ბარმენი და სხვა.