24.06.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი
მარგველაშვილი დღეს, თბილსის ივენე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა და სუდენტთა იმ ჯგუფს შეხვდა, რომელთაც
უმაღლესი განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, მინისტრთან შეხვედრის
სურვილი გამოთქვეს.
სამუშაო შეხვედრის დასაწყისში მინისტრმა აუდიტორიას
დაგეგმილი სიახლეები და სამინისტროს სტრატეგიული გეგმა გააცნო. შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის
რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრის მონაწილეებს ასევე საშუალება ჰქონდათ თავიანთი მოსაზრებები
და წინადადებები წარმოედგინათ.