დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე დღეა და გამოცდები ორ სესიად იმართება. პირველი სესიისათვის რეგისტრაცია 08:00 საათზე, გამოცდა კი - 09:00 საათზე დაიწყო. ქუთაისში ორი საგამოცდო ცენტრი ფუქციონირებს, სადაც სულ 5500 აბიტურიენტი ჩააბარებს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას, მათ შორის 10 აბიტურიენტი ჯანმრთლობის გამო განსაკუთრებულ პირობებს საჭიროებს, რითაც ისინი უზრუნველყოფილნი არიან.
ორივე საგამოცდო ცენტრში გახსნილია სამედიცინო პუნქტი, ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მორიგეობს სასწრაფო დახამრების მანქანა, სამაშველო სამსახური. წესრიგს კი საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს.
2013 წლის გამოცდებში 42 000-მდე აბიტურიენტი, 8 000-ზე მეტი გრანტის გაუმჯობესების მსურველი და 9 500-ზე მეტი მაგისტრანტი მონაწილეობს. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 9 მსჯავრდებულმა გაიარა რეგისტრაცია. ბრაილის შრიფტით გამოცდას 1 აბიტურიენტი ჩააბარებს.