565 განცხადებიდან კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო 85 განცხადების განუხილველად დატოვებაზე, ვინაიდან მომართვის ავტორებმა არ გამოასწორეს დადგენილი ხარვეზი განსაზღვრულ ვადაში. 212 განმცხადებელს ხარვეზი გამოსწორებული აქვს და განცხადებები კომისიის წარმოებაშია. ამ ეტაპზე მტკიცებულებების შესწავლა მიმდინარეობს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია, რომელიც განათლების სამინისტროს, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, რამდენიმე თვეა აქტიურად მუშაობს იმ პირთა დავებს სწავლობს, რომელთაც სამინისტროს განცხადებით მიმართეს. კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნა თავისი შინაარსით სამინისტროსათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა ვინაიდან, კომისია გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტის დადასტურების ან უარყოფის შესახებ.